“მოკლედ , მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა…. ქართველი ექიმები არიან ყველაზე მაგრები, ურთულესი ორი ოპერაცია ჩაატარეს ევას გადასარჩენად. ეხლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული…. რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება…” – ამის შესახებ სოც.ქსელში კახა მამულაშვილი წერს.
ბარბაქაძეს ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე და ხელზე გაუკეთდა. გუშინ კი მას ოპერაცია ხერხემალზე გაუკეთეს. მედიკოსების ინფორმაციით, გუშინდელმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
14 წლის გოგონა 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.