ახალი ამბები საზოგადოება

რუსული “აზიმუტი” ივლისიდან ქუთაისშიც იფრენს

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ავიაკომპანია Azimuth ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. ფრენები კი ივლისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.

„Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და აცხადებს ავიაბილეთების გაყიდვის გახსნას ახალ მარშრუტზე – მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვი.  ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენა 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დილის  07:10 საათზეა დაგეგმილი, ბორტი ქუთაისში 11:45 საათზე დაეშვება, ხოლო ქუთაისიდან გამგზავრება 12:45 საათზეა დაგეგმილი.

Azimuth Airlines-მა საქართველოში ფრენები 2023 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პუტინმა შეზღუდვა მოხსნა.

იტვირთბა....