ჯანდაცვა

ინგლისური დიეტის რეცეპტი: ცილა და ბოსტნეული -15 კგ-ის დაკლების გარანტიით

არ შეიძლება: ლუდის, ლიმონათის,  ტკბილეულის, თეთრი პურის, კარტოფილის, შაქრის, მიღება.

ყოველდღიურად ერთი ცალი პოლივიტამინის მიღება აუცილებელია.

 

  1. ორი მშიერი დღე: დღეში 1 ლიტრი რძე. 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური.

 

  1. ორი ცილის დღე:

საუზმე: 1 ფინჯანი ყავა (შეიძლება რძით) 1 ნაჭერი შავი პური, 0,5 ჩ. კოვზი კარაქი, 0,5 ჩ კოვზი თაფლი.

სადილი _ 1 ჯამი ხორციანი ბულიონი, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური.

სამხარი _ (16 სთ) _ 1 ჭიქა რძე ან ჩაი თაფლით.

ვახშამი (19 სთ) _ 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, თევზი, ან მჭლე ვიჩინა ან ორი ცალი კვერცხი ან 1 ჭიქა კეფირი, 1 ნაჭერი შავი პური.

 

  1. ორი ბოსტნეულის დღე:

საუზმე _ ორი ვაშლი ან ფორთოხალი

სადილი _ 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის წვნიანი                   ზეთით. სალათი ან ვინეგრეტი.

სამხარი (16სთ.) _ ხილი

ვახშამი (19სთ.) _ ჩაი თაფლით, შავი პური, სალათი.

 

დიეტა მხოლოდ ოცი დღე უნდა დაიცვათ. მშიერი დღეები არ მეორდება, მეორდება მხოლოდ ცილის და ბოსტნეულის დღეები. დაიკლებთ 12-15 კილოს. შემდეგ შეიძლება ყველაფრის მიღება, მხოლოდ ყოველდღიურად აუცილებელია 200 გრ. ხაჭო.

dieta.ge

 

იტვირთბა....