პარტია ლელო საქართველოსთვის პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდა – ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“პარტია ლელო საქართველოსთვის უერთდება ამ ქარტიას. ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, რუსული ხელისუფლება, რომელიც პირადპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს.
ამიტომ, პარტია ლელო იქნება ყველგან იქ, სადაც ასეთი ერთობა იქნება და არა ერთიანობა – დიახ, ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან რაღაც პოლიტიკური გაერთიანება”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.