მსახიობი შორენა ბეგაშვილი პატრიარქს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ის დალოცა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბეგაშვილი იმედიანად არის განწყობილი და მას თავისი შვილი, ევა ბარბაქაძეც ამხნევებს.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, გუშინ კი ხერხემალზე ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევა კარგად არის და გაივლის. დღეს მას მეორე ოპერაციას კიდურებზე უკეთებენ.