ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია – ამის შესახებ BBC კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმები იმყოფებიან, ხოლო თვითმფრინავი რამდენიმე მძევალმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ეგვიპტური სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. როგორც ეგვიპტური მედია იტყობინება, გამტაცებელი ლიბანის უნივერსიტეტის პროფესორია. კვიპროსის პრეზიდენტის განცხადებით, გამტაცებელი ტერორისტი არ არის „ეს შეყვარებული მამაკაცია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შეხვედრა სურს. საქმე ქალს უკავშირდება“.

terror

a0f2807f-b771-48d9-adc7-02df6c170503

79b7325e-2610-44c0-a6a5-7f8b154ceaa2

 

იტვირთბა....