ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სააკაშვილი საყვარელიძის გადაყენების ამბავზე პრეზიდენტს მიმართავს

ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის, ახლა უკვე ყოფილი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის გათავისუფლებას ეხმაურება და უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს.

„მე ვიყავი მოწმე იმისა, როდესაც დავით საყვარელიძე ოდესაში დანიშნეს, პრეზიდენტმა მას მისცა მანდატი დამხმარებოდა მაფიასთან ბრძოლასა და წესრიგის აღდეგენაში“ – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ის ამბობს, რომ პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ათავისუფლებენ სამსახურიდან ეს იქონიებს გავლენას ქვეყნის მომავალზე.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის გარანტი, ვალდებულია თავისი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ნათლად დააფიქსიროს და არა ჩვენს სასარგებლოდ, არამედ უკრაინის მთლიანობისა და მომავლისთვის“- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

იტვირთბა....