საქართველოს “განვითარების ფონდის” წევრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მას გაუგზავნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მაჭავარიანის მტკიცებით, კადრები ახალი იყო.
“ეს კადრები, რომლებიც ვრცელდება და მთავრობა ამტკიცებს, რომ მისი გამოძიება რთულია. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ამის გამოძიება რთულია. უბრალოდ თვითონ მთავრობა არ არის ამის გამოძიებით დაინტერესებული. შემიძლია პირადი მაგალითი გითრათ. დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ინტერვიუ “მაესტროზე”, სადაც ძალიან სერიოზულად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ აქ არის მთავრობის ხელი. მთავრობას ძალუძს, რომ ასეთი რამე აკეთოს. ზუსტად სამ დღეში დამიბლოკეს “ფეისბუქი”. მათ მაგრძნობინეს, რომ შეუძლიათ ამის კეთება გამითიშეს “ფესბუქი”. მე “ფეისბუქზე” არ ვარსებობ. მათ ასევე გამომიგზავნეს კადრები გაუგებარი საიტებიდან. ბუნებრივია, ისინი არ გამიხსნია. ეს ის კადრებია, რომლის გავრცელებაც იგეგმება 31 მარტისთვის. სწორედ ამ კადრების გამოგზავნის შემდეგ დამიბლოკეს “ფეისბუქი”. ის კადრები გამომიგზავნეს, რომელიც ჯერ არ გავრცელებულა. იყო ასეთი შეთავაზება ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრებიო. კადრებს ახლდა ტექსტი და პირველ გვერდზე ჩანდა შავ-თეთრ ფონზე ორი ადამიანის ფიგურა. ეს არის FSB-სა და წინა ხელისუფლების სტილი”. – აცხადებს მაჭავარიანი.
მისი მტკიცებით, მსგავსი ვიდეობი ბევრ ადამიანს მისდის. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გვერდები დროებით არის შექმნილი და ინფორმაციის გავრცელებისთანავე იშლება.
შეგახსენებთ, 11 მარტს ინტერნეტში ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები. მთავარი პროკურატურა უკვე იძიებს აღნიშნულ საკითხს.