მსოფლიო

ექსკლუზივი: ტელესერიალ “გაქცევის” მეხუთე სეზონი – როგორი იქნება სიუჟეტი?

პოპულარული ამერიკული ტელესერიალ “გაქცევის” მეხუთე სეზონი გამოდის. პროდუსერების განცხადებით ტელესერიალის ახალი სეზონი 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში გამოვა.

FOX-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ახალი სეზონის გარკვეული დეტალებიც გაამხილეს. მათი თქმით, მთავარი პერსონაჟი მაიკლი სერიალში ბრუნდება. მის მეუღლეს სარას კი სხვა ქმარი ჰყავს. პროდუსერების თქმით, მე-5 სეზონი სასიყვარულო სამკუთხედს დაეფუძნება.

სარას ახალი ქმარი სიუჟეტის მიხედვით გავლენიანი ადამიანია და სწორედ მასთან მოუწევს მაიკლს ბრძოლა.

სერიალის ათიათასობით თაყვანისმცემელი მეხუთე სეზონის გამოსვლა მოუთმენლად ელის.

იტვირთბა....