ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში ვეტოს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს – შენობის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული

სამთავრობო კვარტალში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ავტობუსებით შეიყვანეს. მოქალაქეების ნაწილი რუსულ კანონს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ წუთებშიც აპროტესტებს. ” სირცხვილი!”, “მონებო!” – სკანდირებენ ახალგაზრდები. შეკრებილები ამბობენ, რომ ქუჩაში იქამდე იდგებიან, ვიდრე “ოცნებას” უკან არ დაახევინებენ.

ან გადარჩება საქართველო როგორც სუვერენული სახელმწიფო, ან ვერ გადარჩება. „ქართულ ოცნებას“ რომ გამიზნული აქვს უკვე რუსეთთან მიერთება, კანონების მიღება და რუსეთიზაცია მთლიანად საქართველოს, ეს ჩვენ არ გვიკვირს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს არ დავუშვათ, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე.

ახალგაზრდების გვერდზე დგანან მათი მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, რადგან ახლა მათი შილების და ქვეყნის ბედი წყდება.

ჩვენ ვართ მშობლები, რომლებსაც არაფრის გვეშინია და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენი შილების მომავალი წყდება, ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება და მათ არ აქვთ უფლება, ჩვენი მოქალაქეების, მომავალი თაობის ნაცვლად გადაწყვიტონ ჩვენი გზა და მომავალი, – ამბობს პროტესტის მონაწილე.

ასევე, მთავარი აქცია დღეს საღამოს 19:00 საათზეა დაანონსებული. საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ, არ შეასრულოს რუსული დავალება.

იტვირთბა....