ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეფე ჩარლზ III საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

“მაშინ, როცა თქვენ და ქართველი ხალხი ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და გამოგიგზავნოთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი ყველაზე თბილი კეთილი სურვილები“, – აღნიშნულია წერილში.

იტვირთბა....