ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საყვარელიძის შემდეგ ვიქტორ შოკინი: მის გადადგომას რადამ მხარი დაუჭირა

 

უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომას მხარი დაუჭირა – ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება და წერს, რომ შესაბამისი დადგენილების მომხრე 289 დეპუტატი იყო.

ვიქტორ შოკინი უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2015 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შოკინს გადადგომა სთხოვა. გუშინ კი კიევში, შოკინის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ შოკინმა თანამდებობიდან მისი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გაათავისუფლა.

იტვირთბა....