ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის” – კობახიძე

საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სანქციებთან დაკავშირებით ელოდებით თუ არა თქვენს სახელს და გვარს სანქცირებულთა სიაში“.

პრემიერის თქმით, ეს კითხვა არის სიმბოლური დღევანდელ დღეს.

„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის“ – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....