ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ” – თეა წულუკიანი სანქციებზე

“ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ” – ეს კომენტარი საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სანქციებთან დაკავშირებით გააკეთა.

“ნახევრად ხუმრობით ვუპასუხებ ამ საკითხს, სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან რთული გზები გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ყოფილიყო ის ვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს ზეიმით შევხვედროდით 26 მაისს, მაგრამ მთავარი ჩემთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ნაწილიც მე ვარ, არის ის, თუ რას ფიქრობს ის ერი, რომელსაც ჰქვია ქართველი ერი. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას“ – აღნიშნა წულუკიანმა.

იტვირთბა....