ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”- ხუნდაძე სანქციებზე

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში, რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება, თუ ვიზები და ავია ბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ და პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება – რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

24 მაისს აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

იტვირთბა....