ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ კობახიძემ მისი სატელეფონო ზარი კონტექსტიდან ამოგლიჯა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მისი სატელეფონო ზარი კონტექსტიდან ამოგლიჯა.

“ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარი სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, მაგრამ ასევე წარმოაჩინეს საზოგადოებისთვის იმგვარად, რომ შეიძლება სრული მისინტერპრეტაცია გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის მიზნების შესახებ” – ავრცელებს უნგრელი ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სიტყვებს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი.

შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

იტვირთბა....