ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,გადაირჩინეთ თავიც და ქვეყანაც! უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ”- ,,ოცნების” ყოფილი დეპუტატი

,,ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ხულორდავა მმართველი გუნდის მიერ შემობრუნებულ რუსულ კანონს და სახეცვლილ რიტორიკას ეხმიანება:
“წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.
ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან! საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ!”,- წერს “ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....