ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„საქმე ქალს ეხება“: რატომ გაიტაცა შეყვარებულმა პროფესორმა თვითმფრინავი

კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ჩაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს. მისი ცნობით, გამტაცებლის ცოლი აეროპორტის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ამის შესახებ ცნობა დაადასტურა კვიპროსის პრეზიდენტმაც. მან ტერორიზმი გამორიცხა და განაცხადა, რომ გამტაცებელს პირადი მოტივები ამოძრავებს.

„ეს შეყვარებული მამაკაცია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შეხვედრა სურს. საქმე ქალს უკავშირდება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მძევლების გასათავისუფლებლად,” – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის. როგორც ეგვიპტური მედია იტყობინება, გამტაცებელი ლიბანის უნივერსიტეტის პროფესორია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი დახურულია და გაუქმებულია ყველა რეისი.

იტვირთბა....