ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთში გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ვადიმ შამარინი დააკავეს

სამხედრო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი ვადიმ შამარინი დააკავა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შამარინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შამარინი არ არის ერთადერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ქრთამისთვისაა დაკავებული. სხვადასხვა დროს, იგივე ბრალდებით დააკავეს რუსეთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელსაც 1 მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს. დაკავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პერსონალის დეპარტამენტის უფროსი იური კუზნეცოვიც. ხოლო, რამდენიმე დღის წინ, 17 მაისს, თაღლითობისთვის დააკავეს სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ივან პოპოვი.

იტვირთბა....