ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
“სასამართლო მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით (კერძოდ, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული განსჯის საფუძველზე) ადგენს, რომ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო, რომ აპლიკანტი მისი დანაშაულების გამო გაესამართლებინათ და, საპირისპიროსთვის არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია” – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში სააკაშვილმა ECHR-ში საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეიტანა.

იტვირთბა....