ჯანდაცვა

სწრაფი და ჯანსაღი დიეტა ნინო კუზანოვასგან – დაიკელით 4კგ 1 კვირაში

კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე – კუზანოვა მაყურებელს გადაცემაში სწრაფ დიეტას აცნობს, რომელიც  ჯანმრთელობაზე ცუდად  არ იმოქმედებს და ამავდროულად, სწრაფ და ეფექტურ შედეგს იძლევა. თუმცა, ამ დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტ ხანს რეკომენდირებული არ არის.

დღის მანძილზე ოთხჯერ, მცირე რაოდენობით იკვებეთ.

საუზმე – ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი;

ლანჩი – ერთი ცალი იოგურტი;

სადილი – მოხარშული ხორცი ბოსტნეულის გარნირით, ან ბრინჯი და თევზი, პორცია საშუალო ზომის თეფშს არ უნდა აღემატებოდეს;

ვახშამი-ნახევარი ჭიქა წყალგარეული მაწონი, ან კეფირი;

წყალი მიირთვით ორ ლიტრამდე.

ამ დიეტას თუ ხუთი დღის განმავლობაში დაიცავთ, 3-4 კგ-ს დაიკლებთ და რაც მთავარია, ჯანმრთელობას არ დაიზიანებთ.

ასევე წონაზე დადებითად მოქმედებს ცოტა ხნით ერთი სახის საკვების  მიღება, თუმცა ამგვარი დიეტა ერთ კვირაზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

მომზადებულია ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის მიხედვით.

იტვირთბა....