ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას”– მარგუს ცაჰკნა

“გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას და ეს არ არის სამართლიანი საქართველოს ხალხის მიმართ”– განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მან განაცხადა, რუსული კანონი არის წარსულის სიმბოლო.

“შეხვედრები რომლებიც გვქონდა დღეს, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეგო რა მიმართულებით ფიქრობს მთავრობა, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გაცნობა. ჩვენი გზავნილი  იყო აბსოლუტურად ნათელი – საქართველოს ხალხს აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ და თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ეს არის ევროპისკენ, ან რუსეთისკენ, სხვა არჩევანი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა ბევრი ნაბიჯი გადადგა ისეთი როგორიც არის სტატუსის მინიჭება, ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს მთავრობამ ასევე მოგვცა პირობა, რომ ამ გზით იმოძრავებს, თუმცა ეს კანონი არის სიმბოლო წარსულის და ეს სიმბოლო არ არის მიმართული ევროკავშირისკენ და გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას და ეს არ არის სამართლიანი საქართველოს ხალხის მიმართ ” –განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

იტვირთბა....