ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამართალდამცავებმა დავით ქაცარავა დააკავეს

სამართალდამცავებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძვნებელი და აქტივისტი დავით ქაცარავა გაიტაცეს, ამის შესახებ ინფორმაციას აქციის მონაწილეები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კომიტეტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ,,რუსული კანონი” მიიღო.
პარლამენტთან დილის 10 საათიდან არიან შეკრებილი მომიტინგეები, ბოლო რამდენიმე საათია კი დაკავებებმა აქციაზე მასშტაბური სახე მიიღო. მხოლოდ დღეს პროტესტის ათამდე მონაწილეა დაკავებეული, მათ შორის, სკოლის მოსწავლე.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისიც დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ლაზარესმ ოჯახმა დაუდასტურა.

იტვირთბა....