ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,კავკასიის უნივერსიტეტი” დავით ქაშიაშვილმა დატოვა

განვითარებული მოვლენების გამო ,,კავკასიის უნივერსიტეტს” ლექტორები ტოვებენ.
ამჯერად უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დავით ქაშიაშვილმა შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტმა და ლექტორმა, დავით ქაშიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
,,ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ”,- წერს ქაშიაშვილი.

იტვირთბა....