ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ბერძენიშვილმა ,,კავკასიის უნივერსიტეტი” დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა ,,კავკასიის უნივერსიტეტი” დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას ფილოლოგი, მწერალი და მთარგმნელი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიზეზად ბერძენიშვილი 38 უნივერსიტეტის მიერ ხელმოწერილ განცხადებას ასახელებს. ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტების უდიდესი ნაწილი ,,რუსული კანონის” გასაპროტესტებლად გაიფიცა. რექტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს, ამას კი ისინი “სტუდენტების ინტერესების” დაცვის მოტივით ხსნიან.
„ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ… #არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას“, – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამავე მიზეზით რამდენიმე წუთის წინ ,,კავკასიის უნივერსიტეტი” ნიკო ნერგაძემაც დატოვა, რომელიც 10 წელია ,,CU”-ს ლექტორია.

იტვირთბა....