ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტუდენტების პროტესტი გრძელდება – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტას გულისხმობს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტები შეუერთდნენ.

“პირველ რიგში ვიტყვი, არა რუსულ კანონს, დადგა დრო და ჟამი გაიგოს ხალხმა რა აზრზე არიან წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები, დაწყებული პირველი კურსიდან დამთავრებული იმდენ კურსამდე რომელზეც არიან ისინი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ უკან არ გაიწვევენ რუსულ კანონს და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვეზარება აქ დგომა, არც დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, არც თოვლი, თქვენთვის აჯობებს მალე გაიწვიოთ კანონი” – ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....