ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

“2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია”, – წერია განცხადებაში”.

პარლამენტთან აქციაზე დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დააკავეს.

“მთავარი არხის” კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავების დროს მას თავში ურტყამდნენ. მანამდე პოლიციამ კიდევ ერთ მოქალაქეს სცემა, ისინი სამართალდამცავებმა მათი კორდონის მხარეს შეათრიეს, კადრები ჩანს, რომ შემდეგ მას რამდენიმე პირი ურტყამს.

იტვირთბა....