ახალი ამბები მთავარი სამართალი

უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა

დაკავებული სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა.

აღნიშნულის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ისაუბრა დღევანდელ პროცესზე უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც.

მისი განმარტებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.

იტვირთბა....