ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ. ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

დღევანდელი კომიტეტი დილის 9 საათიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საწინააღმდეგო პოზიციების გამო სხდომიდან გააძევა თითქმის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის მათ კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონებს უთიშავდა. მიზეზად კი რეგლამენტის დარღვევა მოჰყავდა.

იტვირთბა....