ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება – ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

ევროპარლამენტის განცხადების მიხედვით, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მოამზადოს შუალედური შეფასება საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ერთობლივი რეზოლუციის პროექტში შესწორებებს, რომელიც ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო გადახედვას. განაგრძეთ კითხვა…

იტვირთბა....