ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

🎥სერგეი ლავროვი ქართული ოცნების რუსული კანონით მოხიბლულია

“კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც ახლა საქართველოში განიხილავენ, გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი ლავროვს იერიში მიაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ამბობს, რომ “დემონსტრაციამ ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია”.

საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

იტვირთბა....