aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ… ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან”– შარლ მიშელი 

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ… ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.

“ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან”, – წერს მიშელი.

 

იტვირთბა....