aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ – დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ”– ნიკა გვარამია.

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. აქა ვარ, კი. [ჟურნალისტი: არის თუ არა პასუხი გუშინ სპეცრაზმის მობილიზებაზე]. არის პასუხი მაგაზე და დღესაც ველოდებით, რომ სპეცრაზმი კი არადა, პოლიციელები გამოვლენ, მაგრამ უცებ, უპს, აქ ვიქნებით ჩვენ. ვინც მიიღებს ამ კანონს, აქედან ვერ გამოვა ისე, რომ პასუხი არ გასცეს თავის ხალხს. აი, ეს არის პასუხი.

გადამალული წერილების გარდა, ჩვენ ისედაც ვიცით რას ეუბნებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები ამათ. ეუბნებიან იმას, რომ საქართველო ასე ევროკავშირში ვერ შევა და საქართველო თუ ევროკავშირში ვერ შევა, წერილები არ ვიცი, მაგრამ შალვა პაპუაშვილები, კოლექტიური, გადასამალი გახდებიან, ნამდვილად. ამიტომ ჯობია, რომ მოვრჩეთ ამ სისულელეს და რაღაცა სამარცხვინო თამაშებს და წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, ევროკავშირისკენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი. წერტილია აქ, ნახეთ – არ გადაიხედება ეგ ამბავი და ვერც გადაიხედება. რამდენიც არ უნდა ეცადოს, რა წერილებიც არ უნდა დამალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება. ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა. ქართველი ხალხი კი არ შეცვლის არჩევანს, ან ევროპული გზა კი არ შეიცვლება, ვინც ამას წინ აღუდგება, ის წავა, – ამბობს ნიკა გვარამია. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა მიმდინარეობს.

გუშინ, 15 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირა. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.

მანამდე, კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან  მწვავე დაპირისპირებისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის მსცლელობისას პოლიციამ 14 პირი დააკავა, მათგან 4 ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.

იტვირთბა....