aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ”– ადამ კინზინგერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგაოების პროტესტს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება და წერს:

“დღეს საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!” – წერს კინზინგერი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა მიმდინარეობს.

გუშინ, 15 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირა. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.

მანამდე, კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან  მწვავე დაპირისპირებისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის მსცლელობისას პოლიციამ 14 პირი დააკავა, მათგან 4 ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.

იტვირთბა....