aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ოცნების“ ლიდერები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

15 აპრილს, – იმ დღეს, როდესაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, – „ქართული ოცნების“ ლიდერები და თანამდებობის პირები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ოთხშაბათს შეხვედრაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ და მისი თანმხლები დელეგაციაა მიიღეს.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე და ჩინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკიმ.
დღეს, 16 აპრილს კი დელეგაცია მიიღო საგაერო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, პრემიერისა და დელეგაციის შეხვედრისას ხაზი გაესვა „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას“.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ „გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების კვალდაკვალ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩინეთთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრობს.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ერთ სიბრტყეში განიხილა ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.

იტვირთბა....