ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,სრული საგიჟეთია… თქვენ გინახავთ, რომელიმე ქვეყნის დიპლიმატი პარლამენტის გადაწყვეტილებაში ერეოდეს?”- კალაძე ევროკავშირს ,,ცეკას” ადარებს და დიპლომატიურ კორპუს აფრთხილებს

დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ტელევიზიების პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირი ,,ცეკას” შეადარა.
,,მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში – მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. სად გაგონილა?! თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სრული საგიჟეთის უბრალოდ”- თქვა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....