ყაზახეთში 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას AstanaTimes ავრცელებს. სტიქია ქვეყნის 17 პროვინციიდან ათში მძვინვარებს. ასობით დასახლებული უბანი წყლით დაიფარა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონიდან 100 ათასამდე მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობა მწვერვალებზე ყინულის სწრაფმა დნობამ და შედეგად მდინარეების ადიდებამ გამოიწვია.
იტვირთბა....