მთავარი

Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა

სა­ქარ­თვე­ლო ნა­ხევ­რად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის გზას და­ად­გა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია Freedom House-ის ან­გა­რიშ­ში – “ერე­ბი ტრან­ზი­ტში 2024”.

ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­შიც მის გარ­და, ასე­ვე, არი­ან – უნ­გრე­თი და სერ­ბე­თი.

ამას­თან, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ ჰიბ­რი­დულ რე­ჟი­მებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან – მოლ­დო­ვა, კო­სო­ვო და უკ­რა­ი­ნა, ხოლო ციკ­ლურ (უც­ვლელ) ჰიბ­რი­დულ რე­ჟი­მებს – სომ­ხე­თი, ალ­ბა­ნე­თი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია, ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნა და მონ­ტე­ნეგ­რო.

Freedom House-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი მე­თო­დო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, უნ­გრე­თი, სერ­ბე­თი და ნაკ­ლებ დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლო ნა­ხევ­რად კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მე­ბად გახ­დო­მის­კენ გზას ად­გა­ნან. მა­თი­ვე ცნო­ბით, ასეთ სის­ტე­მებ­ში საკ­ვან­ძო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი (მე­დი­ი­დან სა­სა­მარ­თლომ­დე) ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მე­ბის კლა­სი­კურ გან­მარ­ტე­ბა­ში პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის მო­სა­ლოდ­ნელ დო­ნეს გას­ცდნენ და ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად კონ­ტრო­ლირ­დე­ბი­ან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბის მიერ და გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან პარ­ტი­უ­ლი და პი­რა­დი სარ­გებ­ლის­თვის.

მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (1-დან 7-მდე) სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დე­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს: ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა – 2.25, სა­არ­ჩევ­ნი პრო­ცე­სი – 3.00, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა – 4.00, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია – 3.25, ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა – 2.75, სა­სა­მარ­თლოს ჩარ­ჩო და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა – 2.50, კო­რუფ­ცია – 3.50.

ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3.04 ქუ­ლას შე­ად­გენს (7-დან), ხოლო პრო­ცენ­ტე­ბის მხრივ – 34%-ს, და ჩა­მორ­ჩე­ბა სომ­ხეთს, უნ­გრეთს, სერ­ბეთს, მოლ­დო­ვას, უკ­რი­ა­ნას, ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნას, კო­სო­ვოს.

იტვირთბა....