aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე – ნინო სუხიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფელბა ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი“,- ასე გამოეხმაურა ანსამბლ „სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ დარეგისტრირებას. 

„გასაკვირია რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი ერთი სიტყვის გარდა – აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორე პრინციპში იგივეა აბსოლუტურად.

და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოყვებიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები, პირიქით ზუსტად ისინი არიან ვინც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავენ და ასევე კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ რომ [რუსული კანონის მიღება] ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

იტვირთბა....