მთავარი

რუსულ კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა.

მსხილაძე უკვე აანონსებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “ოცნება” უკან არ დაიხევს და პარტნიორებისა და ქართველი ხალხის მოწოდებას არ გაითვალისწინებს და რუსულ კანონს დაამტკიცებს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

,,რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და კანონს ვეტოს დაადებს”, – თქვა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება.

ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან – აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

იტვირთბა....