მთავარი

,,ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?!”- კახა კინწურაშვილი

მსახიობი კახა კინწურაშვილი ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონის ხელახალი შემობრუნება ,,დაბრმავების” და ,,უნამუსობის” საფეხურია.
“ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს, თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!”,- წერს რუსულ კანონზე მსახიობი, კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედი” გასულ წელს დატოვა. მსახიობის თქმით, ამის მიზეზი საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტი იყო.

იტვირთბა....