ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“12 და 9% დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები” – გუგა ქაშიბაძე სასროლეთში დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ

“12 და 9% დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები” – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ სასროლეთში დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

“სამი მამაკაცია დაზიანებული. აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. ერთი მათგანი 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციის განყოფილებაში. დაზიანებული დამწვრობა არის აქ: თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული – 30 და 39 წლის მამაკაცები, შესაბამისად, 12% და 9%-ით დაზიანებული, დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება“ – განაცხადა ქაშიბაძემ.

იტვირთბა....