ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა – რა ცნობები ვრცელდება

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

“აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“ – განაცხადა ლაბუჩიძემ.

იტვირთბა....