ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

🎥 რამდენი დაღუპული და დაშავებულია და რატომ მოხდა აფეთქება სასროლეთში? – ახალი დეტალები თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

“თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

პირველი კადრები თბილისში დიდი აფეთქებიდან – რა ხდება ადგილზე:

ვიდეო ნახეთ აქ

იტვირთბა....