ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კასპში, სოფელ ახალქალაქში, მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სტადიონის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. როგორც ცნობილია, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....