რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის გასკდომის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – როგორც DW წერს, მათი ცხედრები სასწრაფო დახმარების სამსახურმა დატბორვისას ქალაქ ორკში იპოვა. მედიის ცნობთ, წყალდიდობა ქალაქის ძველ ნაწილში ფიქსირდება, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განლაგებული.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორსკში დაიტბორა 2 400-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3 000-ზე მეტი სამეურნეო შენობა, ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 210 ბავშვი. თუმცა, ევაკუაცია გრძელდება და მაშველებს ადამიანები ნავებით გამოჰყავთ. კაშხლის გამაგრებაზე კი მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.
იტვირთბა....