მთავარი

პრორუსული „ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირდება

პრორუსული „ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ დაადასტურა.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფომ” ხელმოწერების შემოწმების ეტაპი გაიარა და რეგისტრაციის პროცესს აგრძელებს.
,,ალტ-ინფომ” კომისიას 50 608 ხელმოწერა წაეუდგინა.

საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ, თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა პარტიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და „2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.

იტვირთბა....