მთავარი

,,ვის არ შეგიგინიათ ოჯახში”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი განცხადება ,,პრივატულ საუბარში” გააკეთა და ამას ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება არ უნდა მოჰყოლოდა.

,,მინდა, გამოვეხმაურო, ახლა კოლეგებმა – ქალბატონო ხატია [დეკანოიძე] იყო და შემდეგ, მეორე კიდევ, ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა დიდი შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? ერთი დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ.

კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე. გამოვიდა თქვა, რომ ხო, არასწორად მოვიქეციო და მოიხადა ბოდიში. გამოხვედით და გინდათ, რომ რეკლამა დაიწეროთ”-, თქვა ირაკლი ზარქუამ.

იტვირთბა....