მთავარი

“უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონი ყირგიზეთმა მიიღო

ყირგიზეთმა “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი მიიღო. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა მოაწერა.

კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას ითვალისწინებს.

კანონში გამოყენებულია რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებული “უცხოეთის აგენტების” კანონში არსებული მუხლები და ენა. დამოუკიდებელი ყირგიზი ჟურნალისტების თქმით, ახალი კანონი თითქმის ანალოგიურია რუსეთში მოქმედი კანონისა, მსგავსების წილი 69.2%-ს შეადგენს.

ამასთან, კანონში დამატებით განსაზღვრულია ვალდებულებები უცხოური დაფინანსების მიმღები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ.

კანონის თავდაპირველი ვერსია რიგ შემთხვევებში პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა 20 თებერვალს კანონპროექტიდან ხსენებული მუხლი ამოიღეს.

იტვირთბა....