მთავარი

ქართული ოცნება ,,რუსული კანონის” მიღებას ხელახლა ეცდება

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

“საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით – ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”- თქვა მდინარაძემ.

იტვირთბა....